1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფია ფიდ ფიზ ფილ ფინ ფის ფიუ ფიქ

ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის

E. fixed tax rate on producing rolls and buns
გადასახადის განაკვეთი თვეში:
1. საცხობებისათვის მათი მოქმედი ღუმელების საცხობი ფართობის ყოველ კვადრატულ მეტრზე შეადგენს: 270 ლარს იმ საცხობებისათვის, რომელთა მოქმედი ღუმელების საცხობი ჯამური ფართობი აღემატება 20 კვ.მ-ს; 200 ლარს იმ საცხობებისათვის, რომელთა მოქმედი ღუმელების საცხობი ჯამური ფართობი არ აღემატება 20 კვ.მ-ს;
2. იმ საცხობებისათვის, რომელთა მოქმედი ღუმელების საცხობი ჯამური ფართობი არ აღემატება 3 კვ.მ-ს, თითოეული თონისათვის ფიქსირებული გადასახადი განისაზღვრება მათი განთავსების ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით და შეადგენს: 50 000 მოსახლემდე - 20 ლარს; 50 000-დან 200 000 მოსახლემდე - 35 ლარს; 200 000 მოსახლის ზევით - 50 ლარს (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 273).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9