1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფობ ფოკ ფოლ ფონ ფორ

ფორს-მაჟორი

E. vis major
Fr. Force majeure გადაულახავი ძალა
1. გარემოება, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია;
2. დაუძლეველი ძალა, მოვლენა, რომელიც ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადის გადატანის (გაგრძელების) შესაძლებლობას იძლევა, ან საერთოდ ათავისუფლებს მხარეებს გარიგებით ნაკისრი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებისგან. მხარეების ინტერესებიდან გამომდინარე ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ფორს-მაჟორის პირობები. თუ ხელშეკრულებაში მის შესახებ არაფერია ნათქვამი, მაშინ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მსოფლიო საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების პრაქტიკიდან გამომდინარე პირობები (სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, ომები და ა.შ.). ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებზე ფორს-მაჟორის მოქმედების ვადის გადამეტების შემთხვევაში მხარეებს ეძლევათ უფლება უარი თქვან ცალმხრივად მის შესრულებაზე, ისე, რომ მასზე პარტნიორის ან სხვა რომელიმე მხარის (მესამე პირის) მიერ პრეტენზიის წაყენება არ მოხდება.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9