1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ია იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იღ იძ იჯ
ინა ინგ ინდ ინე ინვ ინი ინკ ინო ინჟ ინს ინტ ინფ ინც

ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციის პირობები

E. provisions forы registration of individual enterprise’s
კანონით დადგენილი პირობები, რომლის შესრულება ევალება ფიზიკურ პირს ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისათვის. ამ მიზნით ინდმეწარმე ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი დაზღვეული წერილით გზავნის ან უშუალოდ წარადგენს საგადასახადო ორგანოში სანოტარო წესით დამოწმებულ ანკეტას (ნებისმიერ პირს აქვს უფლება დაუბრკოლებლად მიიღოს ანკეტა საგადასახადო ორგანოში, აგრეთვე თავისუფლად და უნებართვოდ გადაიღოს ანკეტის ასლი) 2 ეგზემპლარად. ანკეტა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: საფირმო სახელწოდებას; ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას; ინდივიდუალური მეწარმის სახელსა და გვარს, საცხოვრებელ ადგილს, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერს, ინდივიდუალური მეწარმის ხელმოწერას. ანკეტის წარდგენიდან ერთი დღის ვადაში საგადასახადო ორგანო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება საწარმოს რეგისტრაციის თაობაზე. არ გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი, მოსაკრებელი ან სხვა რაიმე გადასახდელი (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, მუხლი 51).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9