1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ია იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იღ იძ იჯ
ინა ინგ ინდ ინე ინვ ინი ინკ ინო ინჟ ინს ინტ ინფ ინც

ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია სახელმწიფო საიდუმლოებად იქნეს მიჩნეული

E. information that may considered as government/state secret
სახელმწიფო საიდუმლოებას შეიძლება მიეკუთვნოს მხოლოდ შემდეგი ინფორმაცია:
1. თავდაცვის სფეროში:
ა) რომელიც შეიცავს სტრატეგიულ და ოპერატიულ გეგმებს, სამხედრო ოპერაციების მომზადებისა და ჩატარების ამსახველ დოკუმენტებს, ჯარების სტრატეგიული და ოპერატიული გადაადგილების, მათი მობილიზაციის, საბრძოლო მზადყოფნისა და სამობილიზაციო რესურსების გამოყენების საკითხებს;
ბ) შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის განვითარების მიზნობრივი პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო სამუშაოების შესახებ, რომლებიც შეეხება ახალი სახეობის სამხედრო იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და თავდაცვითი ტექნოლოგიების შემუშავებას;
გ) განსაკუთრებით დაცული სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების რეჟიმის სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ;
2. ეკონომიკის სფეროში:
ა) სახალხო მეურნეობის სამობილიზაციო გეგმებისა და სიმძლავრეების, სამხედრო დანიშნულების სტრატეგიული ნედლეულისა და მასალების მარაგისა და მიწოდების მოცულობათა, აგრეთვე სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერვების განლაგებისა და მოცულობის შესახებ;
ბ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ქვეყნის ინფრასტრუქტურის სხვა დარგებისა და ობიექტების დაცვის სისტემისა და რეჟიმის შესახებ, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის;
გ) ოქროს საერთო მარაგში შემავალი მონეტარული ჯგუფის - ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და სხვა ფასეულობათა - სახელმწიფო მარაგების კონკრეტულ სახეობათა შესახებ, ფულის ნიშნებისა და ფასიანი ქაღალდების დამზადების, შენახვის, დაცვისა და ყალბისმქნელობის თავიდან აცილებასთან, მიმოქცევასთან, გაცვლასთან ან მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების თაობაზე;
3. საგარეო ურთიერთობათა სფეროში:
ა) საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა შესახებ, რომელთა წინასწარმა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ინტერესებს;
ბ) უცხო სახელმწიფოებთან სამხედრო, სამეცნიერო-ტექნიკური და სხვა სახის თანამშრომლობის საკითხების შესახებ, თუ ცნობების გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ინტერესებს;
4. დაზვერვის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში:
ა) სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის გეგმების, ორგანიზების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების, ფირმების, მეთოდებისა და შედეგების, აგრეთვე, კონკრეტული პროგრამების დაფინანსების შესახებ; იმ პირთა თაობაზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ სფეროებში კონფიდენციალურ საფუძველზე თანამშრომლობენ ან ადრე თანამშრომლობდნენ ასეთი საქმიანობის განმახორციელებელ საქართველოს შესაბამის ორგანოებთან;
ბ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობის პირთა დაცვისა და ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის რეჟიმის შესახებ;
გ) სამთავრობო და სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის შესახებ;
დ) სახელმწიფო შიფრების დამუშავებისა და გამოყენების, კრიპტოგრაფიის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შესახებ (საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, მუხლი 7).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9