1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კაზ კათ კალ კამ კან კაპ კარ კას კატ

კალვინიზმი

რელიგიური მიმდინარეობის სახელწოდება. დაკავშირებულია მის დამაარსებელთან, რეფორმატორ ჟან კალვინთან, ჟენევიდან (1509-1564 წწ.). დოქტრინა - ბიბლია რწმენის ერთადერთი წყარო, აღიარებს მოძღვრებას მხოლოდ რწმენით გამართლების (ცხონების) შესახებ, საეკლესიო წეს-ჩვეულებებს განიხილავს როგორც რელიგიური კავშირების დამხმარე საშუალებებს, უარყოფს ხატების, წმინდანების, ღვთისმშობლის კულტს; მხარს უჭერს „იაფ ეკლესიას“, სადაც ღვთისმსახურება ამოიწურება ბიბლიის კითხვით, ფსალმუნების გალობითა და ქადაგებებით. ლუთერანობისგან განსხვავებით უარყოფს ეკლესიის სახელმწიფოსადმი დაქვემდებარებას. აღნიშნული რელიგიური სისტემა ზოგიერთი შესწორებით მიიღო რეფორმატორულმა და პრესვიტერიანულმა ეკლესიებმა.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9