1. მოთხოვნისა და ვალდებულებების ურთიერთჩათვლაზე დაფუძნებული საშინაო და საერთაშორისო უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა სავაჭრო და სხვა ოპერაციებისთვის. საერთაშორისო ანგარიშსწორების სფეროში კლირინგი ხორციელდება სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების ფორმით (საკლირინგო შეთანხმება, სავალუტო კლირინგი). ურთიერთდავალიანების დაფარვა შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სასაქონლო მიწოდებით (კლირინგი არაკონვერტირებადი სალდოთი) ან ოქროთი და თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტის გადახდით;
2. უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა, რომელიც ემყარება მოთხოვნებისა და ვალდებულებების ურთიერთჩათვლას, გამოიყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ანგარიშსწორებაში (საქართველოს ორგანული კანონი „ეროვნული ბანკის შესახებ“, მუხლი 75).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]