საერთო დანიშნულების კომპიუტერი, რომელთანაც ერთდროულად მხოლოდ ერთ მომხმარებელს შეუძლია მუშაობა. აქვს შედარებით მცირე ზომები და აპარატურის ძირითადი ნაწილი ცენტრალურ პროცესორთან ერთად განთავსებულია სისტემურ ბლოკში, რომელზეც მიერთებულია ისეთი მოწყობილობები, როგორიცაა მონიტორი, კლავიატურა, მაუსი და ა.შ.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]