ორი ან მეტი ურთიერთდაკავშირებული კომპიუტერული სისტემა ან მოწყობილობა. გამოიყენება კომპიუტერულ მოწყობილობებს შორის ინფორმაციის გასაცვლელად. ურთიერთკავშირი შესაძლებელია განხორციელდეს სპეციალური კაბელებით, უმავთულო ტექნოლოგიებით ან ელექტროქსელით. არსებობს შემდეგი სახის კომპიუტერული ქსელები:
1. პერსონალური კომპიუტერული ქსელი (Personal Area Network) - კომპიუტერული ქსელი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ერთი პირის მახლობლად განთავსებულ კომპიუტერულ და ციფრულ პერიფერიულ მოწყობილობებს (ტელეფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ტელევიზორი, ფაქსი, უსაფრთხოების სისტემა და სხვ.). შემოისაზღვრება რამდენიმე მეტრით;
2. საშინაო კომპიუტერული ქსელი (Home Area Network) - პერსონალური კომპიუტერული ქსელი საშინაო პირობებში;
3. ლოკალური კომპიუტერული ქსელი (Local Area Network) კომპიუტერული ქსელი ერთი შენობის ფარგლებში;
4. ტერიტორიული კომპიუტერული ქსელი (Campus Area Network) კომპიუტერული ქსელი, რომელიც აკავშირებს ერთმანეთის ახლოს განლაგებულ, ერთი ორგანიზაციის (სასწავლო დაწესებულება, კომპანია, სამხედრო ბაზა) კუთვნილებაში მყოფ შე160 ნობებს;
5. საქალაქო კომპიუტერული ქსელი (Metropolitan Area Network) ერთი ქალაქის ან დასახლებული პუნქტის ფარგლებში მოქცეული კომპიუტერული ქსელი;
6. ფართო მასშტაბის კომპიუტერული ქსელი (Wide Area Network) კომპიუტერული ქსელი, რომელიც აერთიანებს ფართო გეოგრაფიულ არეალში განთავსებულ ლოკალურ ქსელებს.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]