E. communeFr. Commune საერთოL. communis 1. შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში: ქალაქური სათვისტომო, მუნიციპალური თვითმმართველობა;
2. საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში (1789-1794წწ.) - მუნიციპალური თვითმმართველობა (კერძოდ, პარიზის თვითმმართველობა);
3. პარიზის კომუნა - პირველი პროლეტარული რევოლუცია და მუშათა კლასის პირველი მთავრობა (იარსება 1871 წლის 18 მარტიდან 28 მაისის ჩათვლით);
4. რიგ თანამედროვე სახელმწიფოებში: უმდაბლესი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული;
5. გარკვეულ პირთა კოლექტივი, გაერთიანებული ერთობლივი თანაცხოვრებისა და საქმიანობის მიზნით. მაგ., შრომის კომუნა, სოფლის მეურნეობის კომუნა და სხვ. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ წლებში.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]