E. concernL. Concernere შერევა 1. დამოუკიდებელი სამრეწველო, საფინანსო და სავაჭრო საწარმოების გაერთიანება, რომლებიც სამეცნიერო-ტექნიკური, საინვესტიციო, საფინანსო, საგარეო-ეკონომიკური და სხვა ფუნქციების ნებაყოფლობით ცენტრალიზაციის საფუძველზე ეწევიან ერთობლივ საქმიანობას;
2. კონცერნი წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ ერთი საწარმო სხვა საწარმოში მონაწილეობს ოცდახუთ პროცენტზე მეტი წილით. კონცერნი არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, მუხლი 17).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]