1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოგ კოდ კოე კოლ კომ კონ კოო კოპ კორ კოს კოტ კოჰ

კოოპერატივის რეგისტრაციის პირობები

E. provisions for incorporation of cooperative
სამეწარმეო რეესტრში ჩანაწერი, რომელიც აუცილებელია ყველა საწარმოს რეგისტრაციისთვის (იხ. რეგისტრაციის პირობები ყველა საწარმოსთვის); მათ გარდა კოოპერატივის რეგისტრაციისთვის საჭიროა: საწესდებო კაპიტალის ოდენობა და საბუთი შესრულებული შენატანის შესახებ; ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის შესატანის ოდენობა, შესაბამისად წილი; ყოველი დირექტორის, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს ყოველი წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი; დოკუმენტები დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს (თუ კი ასეთი არსებობს) წევრების დანიშვნის შესახებ; სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განაცხადს თან უნდა დაერთოს: საზოგადოების წესდება; არაფულადი შესატანით დაფუძნებისას შესატანის შეფასების დამადასტურებელი საბუთი; (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 5.4.3, 5.5).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9