ფასი, რომლითაც ხდება სახელმწიფო ობლიგაციის ყიდვა-გაყიდვა. ობლიგაციის ნომინალური ფასი განისაზღვრება გამოშვების დროს და გადაიხდება განაღდების მომენტში. სახელმწიფო ადგენს ემისიურ კურსსაც - ფასს, რომლითაც ობლიგაცია მიეყიდება ბანკებს. პრაქტიკაში საემისიო ფასი ნომინალურზე დაბალია. ობლიგაციის საბაზრო კურსს (ფასს) ადგენენ სასესხო კაპიტალის ბაზარზე კოტირების გზით და ქვეყნდება საბირჟო ბიულეტენში.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]