E. licenseL. licentia - ნების დართვა 1. რაიმეთი შეღავათიანად ან უფასოდ სარგებლობის უფლება; იგი გაიცემა განუსაზღვრელი ვადით და მისი გადაცემა სხვა პირისთვის აკრძალულია. განასხვავებენ მარტივ, საბანკო, სავალუტო, საპატენტო, სრულ და უპატენტო ლიცენზიას;
2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, განუსაზღვრელი ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების დაცვით (საქართველოს კანონი „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“, მუხლი 2).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]