1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მაა მაგ მად მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მან მაჟ მარ მას მატ მაფ მაქ მაღ მაჩ

მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის გადასახადი

E. tax for pollution of environment by detrimental material
საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც საქართველოში ეწევიან „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონით მასშტაბის, მნიშვნელობისა და გარემოზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით დადგენილ პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიას მიკუთვნებულ სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობას და:
ა) თავისი საქმიანობით დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან აბინძურებენ გარემოს;
ბ) ახორციელებენ ბენზინის, დიზელის საწვავის, ნავთის, მაზუთის, ბუნებრივი და თხევადი აირის (საქონლის საწარმოებლად ნედლეულის სახით გამოყენებული ბუნებრივი აირის გარდა) იმპორტსა და მის წარმოებას (ფილიალები და სხვა განცალკევებული ქვედანაყოფები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირების ან უცხო ქვეყნების კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ კორპორაციებს, კომპანიებს, ფირმებს. სხვა მსგავსი წარმონაქმნების სტრუქტურულ ქვედანაყოფებს და აქვთ ცალკე ბალანსი, საანგარიშსწორებო ან სხვა ანგარიში - ითვლებიან დამოუკიდებელ გადამხდელებად) (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 197).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9