E. heir-at-law, heir apparent კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან:
I რიგში - გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები), ნაშვილები;
II რიგში - გარდაცვლილის დები და ძმები;
III რიგში - ბებია და პაპა;
IV რიგში - ბიძები (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდები და მამიდები;
V რიგში - ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1336).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]