1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მეა მეგ მედ მეზ მეთ მელ მემ მენ მერ მეს მეტ მეუ მექ მეც მეძ მეწ მეხ მეჯ

მემკვიდრეობისა და ჩუქების გადასახადის ჩათვლა

E. set-off of tax on donation and succession
ჩათვლა ხდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ ქონების გადაცემა იბეგრება, ხოლო მიმღები პირი გარდაიცვალა ქონების მიღებიდან ორი წლის განმავლობაში, ქონების პირველი გადაცემისას გადახდილი გადასახადი ჩაითვლება მიმღები პირის გარდაცვალების გამო წარმოშობილ გადასახადის თანხაში; თუ მიმღები პირი გარდაიცვალა ქონების მიღებიდან 3 წლის განმავლობაში, მაშინ ჩაითვლება უკვე გადახდილი გადასახადის 80 პროცენტი; თუ მიმღები გარდაიცვალა 4 წლის განმავლობაში - 60 პროცენტისა, ხოლო, თუ 5 წლის განმავლობაში - 40 პროცენტისა;
ბ) უცხო ქვეყანაში არსებული ნაჩუქარი ან მემკვიდრეობით დატოვებული ქონების გადასახადის გადახდევინებისას ჩათვლა ხდება იმ ქვეყანაში გადახდილ თანხასთან მიმართებით, რომელიც გადახდილ იქნა მემკვიდრეობით ან ჩუქებით დატოვებულ აქტივებზე დარიცხული გადასახადით, საქართველოში მოქმედი გადასახადის განაკვეთის ფარგლებში (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 176, 177).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9