1. ხელფასის ქვედა ზღვარი, რომელსაც აწესებს ამა თუ იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი საბიუჯეტო სფეროს დაწესებულებებში, საწარმოსა და ორგანიზაციებში, მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, მინიმალური ხელფასი განისაზღვრება 20 ლარის ოდენობით; მოსაკრებლების, სანქციების, ჯარიმებისა და სხვა გადასახდელების განსაზღვრისათვის ძალაშია დარჩენილი მინიმალური ხელფასი 1,5 ლარის ოდენობით (საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივნისის №351 ბრძანებულება);
2. სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივი, შრომის ანაზღაურების დასაშვები მინიმალური დონე, რომლის ოდენობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, მუხლი 76).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]