1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მობ მოგ მოდ მოვ მოთ მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოწ მოხ

მოგების გადასახადის საგადასახადო შეღავათი

E. exemption from tax on profit
მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება: ა) საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაციით მიღებული მოგება; ბ) საბიუჯეტო და საქველმოქმედო ორგანიზაციების მოგება, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების გარდა; გ) ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტები, საწევრო შენატანები და შეწირულობები; დ) საპროთეზო-ორთოპედიული საწარმოების პროფილური საქმიანობით მიღებული მოგება; ე) ინვალიდებისა და მათი რეაბილიტაციისათვის საჭირო ტექნიკურ საშუალებათა წარმოებით მიღებული მოგება; ზ) საერთაშორისო ორგანიზაციების მოგება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების გარდა; თ) საქართველოს ეროვნული ბანკის მოგება; ი) ენერგიის განახლებადი წყაროების (მზის, ქარის, გეოთერმული, ბიომასის ენერგია და ჰიდროენერგია) ასათვისებელი მოწყობილობებისა და ენერგოდამზოგი საშუალებების (ენერგოდამზოგი ნათურები) წარმოებით და რეალიზაციით მიღებული მოგება; კ) მაღალმთიანი რეგიონების ტერიტორიაზე არსებული საწარმოების (სავაჭრო საწარმოების გარდა) მოგების ის ნაწილი, რომელიც მიღებულია უშუალოდ ამ ტერიტორიაზე საწარმოთა მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგად; ლ) საქართველოს სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებების რეალიზაციით მიღებული ნამეტი; მ) არანაკლებ 3 მლნ აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებით) ღირებულების ინვესტიციით აშენებული ტურისტთა განთავსების ობიექტის - სასტუმროს საქმიანობიდან (სასტუმროს ნომრის ღირებულებიდან) მიღებული მოგება მისი ექსპლუატაციაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში სრულად, ხოლო შემდეგი 4 წლის განმავლობაში 50%-ის ოდენობით, არანაკლებ 10 მლნ დოლარის შემთხვევაში - 5 წლის განმავლობაში სრულად, ხოლო შემდეგი 2 წლის განმავლობაში - 50%-ის ოდენობით; არანაკლებ 50 მლნ აშშ დოლარის შემთხვევაში - 10 წლის განმავლობაში სრულად; ნ) სამედიცინო დაწესებულებების (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომელიც მოხმარდება რეინვესტირებას (დაწესებულების რეაბილიტაცია, ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა) და თანამშრომელთა მატერიალურ წახალისებას (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 47).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9