1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მობ მოგ მოდ მოვ მოთ მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოწ მოხ

მოსაკრებელი ადგილობრივი

E. local due
ადგილობრივ ბიუჯეტში ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის. ადგილობრივი მოსაკრებლებია: ადგილობრივი სალიცენზიო; სატენდერო მოსაკრებელი. ადგილობრივი სალიცენზიო მოსაკრებლებია: მშენებლობის დაწყებისათვის; გარე ვაჭრობის ნებართვისათვის; გარე რეკლამის გავრცელების ნებართვისათვის; საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის ნებართვისათვის; ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვის ნებართვისათვის; არქიტექტურული ობიექტის სტრუქტურულ-ფუნქციური წყობისა და იერის შეცვლის ნებართვისათვის; ავტოტრანსპორტის პარკირების ნებართვისათვის (საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“, მუხლი 1, 5).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9