E. due for licence/permission მოსაკრებელი, რომელიც (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ დაწესებული ადგილობრივი სალიცენზიო მოსაკრებლებისა) არის ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ან შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში (თუ ლიცენზიას/ ნებართვას გასცემს აჭარის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება), რომელსაც ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი გადაიხდის კანონით დადგენილი ოდენობით სახელმწიფოს მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და უფლების მინიჭებისათვის. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელები არიან “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობებზე ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი იურიდიული და ფიზიკური პირები. მოსაკრებელი წესდება და მისი ოდენობა განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონით (საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“, მუხლი 2, 4, 5).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]