1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მობ მოგ მოდ მოვ მოთ მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოწ მოხ

მოსამართლე

E. judge
საქართველოს კანონმდებლობით, საერთო სასამართლოების თანამდებობის პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არჩეული ან დანიშნულია მოსამართლედ და ერთპიროვნულად ან კოლეგიის შემადგენლობაში ახორციელებს მართლმსაჯულებას. მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე ოცდაათი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა ხუთი წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა. მოსამართლედ არ შეიძლება გამწესდეს ნასამართლევი პირი, აგრეთვე, პირი, რომელიც განთავისუფლებული იყო თანამდებობიდან კანონით გათვალისწინებული უხეში დარღვევისათვის. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეებს ირჩევს ამ რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. რაიონული (საქალაქო) და საოლქო სასამართლოების მოსამართლეებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს ყველა მოსამართლის უფლებამოსილების ვადაა 10 წელი. მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა პედაგოგიური საქმიანობისა. მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეთა - საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე (საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 46-52). მართლმსაჯულების განხორციელებისას მოსამართლის უფლებამოსილება განსაზღვრულია საპროცესო კანონმდებლობით.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9