1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მობ მოგ მოდ მოვ მოთ მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოწ მოხ

მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია

E. registration/record of citizens
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენის, აგრეთვე, მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით დადგენილი პროცედურა. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებული არიან გაიარონ რეგისტრაცია თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ აქვთ რამდენიმე საცხოვრებელი - ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საცხოვრებელი ადგილის სამ თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებულია ათ დღეში აცნობოს ამის შესახებ ახალი საცხოვრებელი ადგილის შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, რომელიც ხუთ დღეში გაატარებს მას რეგისტრაციაში და მისცემს რეგისტრაციის მოწმობას (რეგისტრაციისთვის, მოწმობის გაცემის ჩათვლით გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი, რომლის ოდენობა განსაზღვრულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად 1 ლარის ოდენობით). საქართველოში მცხოვრებ პირთა რეგისტრაციასა და რეგისტრაციიდან მოხსნას ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები. საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციას აწარმოებენ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობანი ან საკონსულო დაწესებულებანი. რეგისტრაციისათვის პირი ვალდებულია წარადგინოს განცხადება, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა, რაც ნიშნავს საცხოვრისის მესაკუთრის ან სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საცხოვრისის დამქირავებლის წერილობით თანხმობას, შესაბამისად საკუთრების ან ქირავნობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ან სანოტარო წესით დამოწმების გარეშე (საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9