E. Social Entities of Citizens მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანება არის საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა ნებაყოფლობითი ფორმირება, რომელიც იქმნება მისი წევრების ინტერესების, მიზნებისა და საქმიანობის საერთო პრინციპების საფუძველზე. მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებებია პროფესიული კავშირები, ქალთა, ინვალიდთა და ვეტერანთა ორგანიზაციები, ახალგაზრდათა და ბავშვთა ორგანიზაციები, შემოქმედებითი კავშირები, ფონდები, საზოგადოებრივი მოძრაობები, ასოციაციები; სამეცნიერო-ტექნიკური, კულტურულსაგანმანათლებლო, სპორტული, რელიგიური და საქველმოქმედო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, აგრეთვე, მოქალაქეთა სხვა გაერთიანებები. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება კოოპერაციულ და სხვა ორგანიზაციებზე, რომლებიც მხოლოდ კომერციულ მიზნებს ისახავენ. აგრეთვე, იმ ორგანიზაციებზე, რომელთა შექმნისა და საქმიანობის წესი საქართველოს რესპუბლიკის შესაბამისი კანონმდებლობით განისაზღვრება (საქართველოს კანონი „მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ“, მუხლი 1).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]