1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მობ მოგ მოდ მოვ მოთ მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოწ მოხ

მოქალაქის პირადობის მოწმობა

E. identity card of citizen
მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას და მის ვინაობას. პირადობის მოწმობის შევსებას, გაცემას და შეცვლას ახორციელებს შინაგან საქმეთა ორგანო (სხვა ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის შევსებას, გაცემას და შეცვლას ახორციელებენ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობანი ან საკონსულო დაწესებულებანი). რეგისტრაციის ორგანო პირადობის მოწმობას გასცემს შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან ათი დღის განმავლობაში. პირადობის მოწმობას აძლევენ 16 წლის ასაკს მიღწეულ მოქალაქეს. პირადობის მოწმობის მისაღებად ან შესაცვლელად პირი ვალდებულია წარადგინოს დაბადების მოწმობა, ამ პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, ფოტოსურათი, ხოლო თუ წარდგენილი დოკუმენტი არ ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი ან საქართველოს ტერიტორიაზე კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობის გაცემისათვის ან შეცვლისათვის გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი, რომლის ოდენობა განსაზღვრულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 1,5 ლარის ოდენობით). პირადობის მოწმობა იცვლება 25 და 45 წლის ასაკის მიღწევისას და საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას („საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონი).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9