1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ნა ნე ნი ნო ნუ
ნოვ ნომ ნონ ნორ ნოს ნოტ ნოუ

ნორმატიული აქტის ძალაში შესვლა

E. coming into force of normative act
1. გარკვეული თარიღი, რომელთანაც დაკავშირებულია მიღებული ნორმატიული აქტის ამოქმედება; 2. საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის მისი ოფიციალურ ორგანოში გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ თვითონ საკანონმდებლო აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი; საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი ძალაში შედის მხოლოდ ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნების შემდეგ; საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე ბრძანებულებით სხვა ვადა არ არის დადგენილი; სხვა სახის ნორმატიული აქტი ძალაში შედის ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-10 დღეს, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე ნორმატიული აქტით სხვა ვადა არ იქნა დადგენილი. ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე ნიშნავს, რომ ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნების დღეს, 24 საათზე; ნორმატიული აქტი, რომელიც ადგენს ან ამძიმებს იურიდიულ პასუხისმგებლობას ან/და განსაზღვრავს მოსაკრებლის ან ტარიფის სახეებს, სტრუქტურას, ოდენობას, შემოღებისა და გადახდის წესს, ძალაში შედის გამოქვეყნებიდან არა უადრეს მე-15 დღისა (საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“, მუხლი 42-45).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9