1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ნა ნე ნი ნო ნუ
ნოვ ნომ ნონ ნორ ნოს ნოტ ნოუ

ნოტარიუსი

E. notary public
L. notarius მწერალი, მდივანი
1. სანოტარო საქმიანობის (სხვადასხვაგვარი იურიდიული აქტების, საქმიანი გარიგებების (ხელშეკრულებების) დამოწმება-გაფორმება) განმახორციელებელი სპეციალურად უფლებამოსილი პირი;
2. ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად, ნოტარიუსის მდივნად ან/და კონსულტანტად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა. ნოტარიუსის თანამდებობის დაკავება ხდება კონკურსის წესით, ნოტარიუსს თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის მინისტრი (საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ“, მუხლი 12-14).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9