1. ორგანიზმთან დაკავშირებული; სასიცოცხლო პროცესებით დახასიათებული; ცოცხალი. მაგ., ორგანული ბუნება;
2. მცენარეული ან ცხოველური ორგანიზმების დაშლის შედეგად წარმოქმნილი; ასეთი დაშლის პროდუქტი. მაგ., ორგანული სასუქი. ორგანული ქიმია - ქიმიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ნახშირბადის შემცველ ნაერთებს;
3. ორგანოსთან დაკავშირებული, რაც ადამიანის ორგანოების შინაგან აგებულებას ეხება. მაგ., ორგანული დაავადება;
4. რაც რისამე არსს, საფუძვლებს ეხება; რაიმესთან განუყრელად დაკავშირებული. მაგ., ორგანული ნაკლი. ორგანული ნაწილი რისამე.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]