1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ოა ობ ოვ ოთ ოი ოკ ოლ ომ ოპ ორ ოფ ოქ ოშ ოხ ოჯ
ოფე ოფი ოფშ ოფც

ოფციონი

E. option, option egreement
G. Option
L. optio არჩევა, შერჩევა
1. სათანადო პრემიის გადახდით შეძენილი პრივილეგია. წინასწარ შეთანხმებულ პირობებში რაიმე აქტივის ყიდვის ან გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ოფციონი მყიდველს ანიჭებს მომავალში, განსაზღვრულ დროს აქციის (ან რაიმე სხვა აქტივის) ყიდვის ან გაყიდვის უფლებას წინასწარ შეთანხმებულ ფასად. ასეთი უფლების მიღების სანაცვლოდ ოფციონის მყიდველი გამყიდველს უხდის განსაზღვრულ თანხას, რომელსაც პრემია ეწოდება;
2. საერთაშორისო სამართალში იგივეა, რაც „ოპტაცია“;
3. საავტორო სამართალში: ხელშეკრულების წინასწარი პირობა ერთი ქვეყნის მოქალაქე ავტორის ნაწარმოების გამოშვება მეორე სახელმწიფოში;
4. ვალდებულების შესრულების საშუალების, ფორმის, მოცულობის ამორჩევის უფლება, რომელიც ხელშეკრულების (კონტრაქტის) პირობებით ენიჭება ერთ-ერთ მონაწილე მხარეს ან ხელშეკრულებით (კონტრაქტით) გაპირობებულ გარემოებათა გამო ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის უფლება (საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, მუხლი 1).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9