E. chamber/house of Appeal 1. ორგანო, რომელიც განიხილავს სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე უფლების მოპოვებასთან წარმოქმნილ დავას. იგი არის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების სამართლებრივად უზრუნველმყოფი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან (საქპატენტთან) არსებული ორგანო (საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“, მუხლი 2);
2. საქართველოში საოლქო სასამართლოში მოქმედი პალატა, რომელიც სააპელაციო წესით განიხილავს საჩივრებს რაიონული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]