1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

პა პე პი პლ პო პრ პუ
პია პიკ პილ პიო პიჟ პირ

პირადი გასინჯვა

E. to subject to (an) personal examination
როგორც საბაჟო კონტროლის განსაკუთრებული ფორმა, დაიშვება საბაჟო ორგანოს უფროსის ან მისი შემცვლელი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით, თუ არის საკმაო საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ საბაჟო საზღვრის გავლით მიმავალი ან საბაჟო კონტროლის ზონაში, ანდა საერთაშორისო მიმოსვლისათვის ღია აეროპორტის სატრანზიტო ზონაში მყოფი ფიზიკური პირი მალავს და არ აჩენს საქონელს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ან საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების დარღვევის ობიექტია და რომელთა შესრულებაზე კონტროლი საბაჟო ორგანოებს ევალებათ. პირადი გასინჯვის დაწყების წინ საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირი ვალდებულია ფიზიკურ პირს აცნობოს საბაჟო ორგანოს უფროსის ან მისი შემცვლელი პირის გადაწყვეტილება პირადი გასინჯვის თაობაზე, გააცნოს ფიზიკურ პირს მისი უფლებამოვალეობანი ასეთი გასინჯვის დროს და შესთავაზოს მას ნებაყოფლობით გამოაჩინოს დამალული საქონელი. ფიზიკური პირის მიერ ნებაყოფლობით პირად გასინჯვაზე უარის თქმის შემთხვევაში პირადი გასინჯვა სხეულის გასინჯვის ჩათვლით ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 133).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9