1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

პა პე პი პლ პო პრ პუ
პია პიკ პილ პიო პიჟ პირ

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

E. inalienability of private life
ადამიანის ერთ ერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე, ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. პირადი ცხოვრების შემლახავი ზოგი ქმედებები (პირადი ან ოჯახური საიდუმლოების ხელყოფა, კერძო საუბრის საიდუმლოების დარღვევა, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა და ა.შ.) დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის წესით.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9