E. attorney, public prosecutor საქართველოს გენერალური პროკურორი და მისადმი დაქვემდებარებული ყველა პროკურორი, მათი მოადგილეები და თანაშემწეები. ყველა ქვემდგომი პროკურორი, პროკურორის მოადგილე, უფროსი თანაშემწე, თანაშემწე, სამმართველოს, განყოფილების, ნაწილის უფროსი და მისი მოადგილე, გენერალური ინსპექციის უფროსი და მისი მოადგილე, გენერალური პროკურატურის სასწავლო ცენტრის უფროსი, გენერალური პროკურატურის სამეცნიერო-ტექნიკური სამსახურის უფროსი, პროკურორ-კრიმინალისტი და პროკურორ-სტაჟიორი („პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 49).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]