1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

რა რბ რე რი რო რუ რწ
რე. რეა რებ რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რემ რენ რეო რეპ რეჟ რეს რეტ რეფ რექ რეც

რეგისტრაციის პირობები ყველა საწარმოსთვის

E. provisions of incorporation for enterprises of all kinds organizational-legal forms
კანონით დადგენილი პირობები, რომლის შესრულება აუცილებელია საწარმოს რეგისტრაციისთვის. ამ მიზნით განცხადება შეიტანება სასამართლოში საზოგადოების იურიდიული მისამართის მიხედვით. რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს ერთ-ერთ პარტნიორს. პარტნიორები, ისევე როგორც წარმომადგენლობითი და სამეთვალყურეო ორგანოების შესაძლო წევრები, ვალდებულნი არიან ხელი მოაწერონ საზოგადოების განცხადებას რეგისტრაციის შესახებ. საზოგადოების წარმომადგენელი პირები ვალდებულნი არიან დატოვონ სასამართლოში ხელმოწერის ის ნიმუში, რომლებსაც საქმიან ურთიერთობებში გამოიყენებენ. ზემოაღნიშნული და სხვა თანდართული დოკუმენტები სანოტარო წესით დამოწმებული ფორმით უნდა იქნეს წარმოდგენილი სასამართლოში. განცხადება ყველა საწარმოსათვის უნდა შეიცავდეს: საფირმო სახელწოდებას (ფირმას); ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას; ადგილსამყოფელს (იურიდიულ მისამართს); მონაცემებს სამეურნეო წლის დასაწყისისა და დამთავრების შესახებყოველი დამფუძნებელი პარტნიორის (კოოპერატივის შემთხვევაში - არანაკლებ ორის) სახელსგვარს, დაბადების ადგილსა და თარიღსპროფესიასა და საცხოვრებელ ადგილს; ხოლო თუ დამფუძნებელი იურიდიული პირიამის საფირმო სახელწოდებასა და რეგისტრაციის მონაცემებს (იურიდიული მისამართისასამართლოს დასახელებარომელმაც რეგისტრაციაში გაატარა იურიდიული პირირეგისტრაციის თარიღი და ნომერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა მისი წარმომადგენლის მონაცემები საწარმოს წარმომადგენლობის უფლებამოსილებას (გარდა ამისა თითოეული სახის საწარმოსათვის გათვალისწინებულია დამატებითი მოთხოვნები). სასამართლო ვალდებულია რეგისტრაცია განახორციელოს აუცილებელი საბუთების წარდგენიდან ხუთი კალენდარული დღის განმავლობაში (კანონი კანონი “მეწარმეთა შესახებ მუხლი 5 სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობა ფიქსირებულია და შეადგენს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების - 40 ლარი; კომანდიტური საზოგადოების - 60 ლარი; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების - 120; ლარი სააქციო საზოგადოების - 300 ლარი; კოოპერატივის - 100 ლარი; ფილიალის რეგისტრაცია - შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 50 ლარი; საწარმოს წესდებაში ან ფილიალების დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების, საქმიანობის შეწყვეტის და ლიკვიდაციისათვის შესაბამისად - 25%-ი („სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონიმუხლი 7).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9