1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

რა რბ რე რი რო რუ რწ
რე. რეა რებ რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რემ რენ რეო რეპ რეჟ რეს რეტ რეფ რექ რეც

რეესტრის (სახელმწიფო) სახეები

E. kinds of state register
სახელმწიფო რეესტრის სახეებია:
ა) სამოქალაქო რეესტრი;
ბ) კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი;
გ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრი;
დ) ლიცენზიებისა და ნებართვების რეესტრი;
ე) მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრი;
ვ) ნორმატიული აქტების რეესტრი;
ზ) საჯარო რეესტრი. სხვა სახის სახელმწიფო რეესტრის წარმოება დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში.
სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ორგანოები არიან:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
ბ) სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო;
გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო („სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 2, 10).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9