1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

შა შე შვ ში შო შპ შრ შტ შუ
შედ შეზ შეთ შეი შეკ შემ შენ შერ შეს შეუ შეფ შეწ

შეურაცხაობა

E. diminished responsibility
ადამიანის უუნარობა გააცნობიეროს თავისი მოქმედება და უხელმძღვანელოს მას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული მართალსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის, ფსიქიკური მდგომარეობის დროებითი მოშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა ან თუმცა შეეძლო მისი გაცნობიერება, მაგრამ არ ჰქონდა უნარი ემოქმედა სხვაგვარად. შეურაცხაობა გამორიცხავს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. შეურაცხადის მიმართ სასამართლოს შეუძლია მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიებების გამოყენება. სისხლის სამართლის წესით არ დაისჯება, აგრეთვე, ის, ვინც დანაშაული თუმცა შერაცხადმა ჩაიდინა, მაგრამ განაჩენის გამოტანამდე დაავადდა ფსიქიკურად, რის გამოც არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს ან უხელმძღვანელოს მას. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია დანიშნოს სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, ხოლო გამოჯანმრთელების შემდეგ იგი შეიძლება დაისაჯოს.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9