1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

შა შე შვ ში შო შპ შრ შტ შუ
შიდ შიზ შიი შიმ შინ

შიიზმი

Arab. sia მიმდევრები
ისლამის ორი ძირითადი მიმდინარეობიდან (იხ. სუნიზმი) ერთ-ერთი, რომლის მიმდევრები მრწამსის წყაროდ მხოლოდ ყურანს აღიარებენ. ამასთან, თვლიან, რომ მის ოსმალურ რედაქციაში გამოტოვებულია აიათები (მუხლები), რომლებიც ეხება ხალიფა ალის. უარყოფენ სუნის დებულებების უმეტესობას, ცნობენ მხოლოდ იმ მუხლებს, რომლებიც უკავშირდება ხალიფა ალის. არ აღიარებენ სუნიტების სხვა ხალიფებს და მუსლიმანების კანონიერ მეთაურად მიიჩნევენ იმამს. მათ მიაჩნიათ აგრეთვე, რომ მუჰამედის მისიის მემკვიდრის უფლება აქვს მხოლოდ მის პირდაპირ შთამომავლებს, ანუ ხალიფა ალისა და ფატიმას შთამომავლობას.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9