1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

შა შე შვ ში შო შპ შრ შტ შუ
შრო

შრომის დანაწილება

E. division of labour
როგორც მთლიანად საზოგადოების, ისე მისი ნებისმიერი ორგანიზაციის შიგნით შრომის ერთიანი პროცესის სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით დანაწილება. შრომის დანაწილება ხდება როგორც სექტორებისა და დარგების (მაგ. სახელმწიფო და კერძო სექტორში, მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში და ა.შ. დასაქმებულნი), ისე გეოგრაფიული (ქალაქი და სოფელი), დემოგრაფიული (სქესობრივ-ასაკობრივი) და სხვა ნიშნებით. არსებობს შრომის საერთაშორისო დანაწილებაც, რაც სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს; განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ორგანიზაციის შიგნით შრომის რაციონალურ დანაწილებას, რაც, უპირველესად, გულისხმობს მომუშავეთა აუცილებელი რაოდენობის განსაზღვრას მათი ფუნქციების, პროფესიებისა და კვალიფიკაციის უთუო გათვალისწინებით; შესაბამისად, გამოყოფენ შრომის ფუნქციურ, პროფესიულ და კვალიფიკაციურ დანაწილებას.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9