1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

შა შე შვ ში შო შპ შრ შტ შუ
შრო

შრომის დაცვა

E. protection of labour
საკანონმდებლო, სოციალურ-ეკონომიკური, ტექნიკური, სანიტარულ-ჰიგიენური და ორგანიზაციული ღონისძიებების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შრომის პროცესში ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფა ეკისრება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას, რომელიც ვალდებულია საწარმოო ტრავმატიზმის თავიდან ასაცილებლად დანერგოს უსაფრთხოების ტექნიკის თანამედროვე საშუალებანი და უზრუნველყოს ისეთი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, რომლებიც აღკვეთენ მუშაკის პროფესიული დაავადების წარმოშობას (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, მუხლი 139).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9