1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

შა შე შვ ში შო შპ შრ შტ შუ
შრო

შრომის წიგნაკი

E. work record card
ძირითადი დოკუმენტი მუშის ან მოსამსახურის შრომითი საქმიანობის შესახებ. შრომის წიგნაკი შედგება ყველა მუშასა და მოსამსახურეზე, რომლებიც საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მუშაობენ ხუთ დღეზე მეტს. შრომის წიგნაკში იწერება ცნობები მუშაკისა და მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ, აგრეთვე, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში შრომითი წარმატებისათვის წახალისებისა და დაჯილდოებების თაობაზე. სასჯელი შრომის წიგნაკში არ ჩაიწერება. ჩანაწერი სამუშაოდან გათავისუფლების მიზეზის შესახებ შრომის წიგნაკში უნდა გაკეთდეს მოქმედი კანონმდებლობის ფორმულირების ზუსტი შესაბამისობით და მითითებული უნდა იყოს შესაბამისი კანონის მუხლი, პუნქტი. მუშის ან მოსამსახურის ინიციატივით ავადმყოფობის, ინვალიდობის, მოხუცებულობის გამო პენსიაზე გასვლის, უმაღლეს თუ საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში ან ასპირანტურაში ჩარიცხვის და სხვა მიზეზების გამო, რომლებსაც კანონმდებლობა უკავშირებს განსაზღვრული შეღავათებისა და უპირატესობათა მიცემას, შრომის ხელშეკრულების მოშლისას სამუშაოდან დათხოვნის შესახებ შრომის წიგნაკში გაკეთებულ ჩანაწერში უნდა აღინიშნოს ეს მიზეზი. სამუშაოდან დათხოვნისას მუშაკს შრომის წიგნაკს აძლევენ დათხოვნის დღეს (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, მუხლი 41).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9