1. ზოგი ფედერაციული სახელმწიფოს შემადგენლობაში არსებული სახელმწიფოებრივტერიტორიული ერთეული, რომელსაც აქვს თვითმმართველობა;
2. მოცემულ წარმოებაში, დაწესებულებაში მომუშავეთა მთელი შემადგენლობა, რომელიც დამტკიცებულია სათანადო ზემდგომი ორგანოს მიერ. გენერალური შტატები - ფეოდალურ საფრანგეთსა და ნიდერლანდებში: უმაღლესი წოდებრივ-წარმომადგენლობითი (სამღვდელოების, თავადაზნაურობის, მოქალაქეთა) ორგანო; ამჟამად, ნიდერლანდებში: ქვეყნის პარლამენტის სახელწოდება.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]