1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

თა თე თვ თი თო
თავ თათ თამ თან თაო თაღ

თავისუფლების აღკვეთა

E. imprisonment
სასჯელის სახე, რაც ნიშნავს მსჯავრდადებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მის მოთავსებას. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდადებული, რომელსაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის არ შესრულებია თვრამეტი წელი, თავსდება არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში. თავისუფლების აღკვეთა არის ვადიანი და უვადო; უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. ეს სასჯელი არ დაენიშნება იმას, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებია თვრამეტი წელი, ან ვისაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის შეუსრულდა სამოცი წელი (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 50-51).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9