1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

თა თე თვ თი თო
თეზ თეთ თეი თეკ თემ თეო

თემი

E. Community
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეული - დადგენილი წესით რეგისტრირებული ორი ან მეტი დასახლების გაერთიანება, რომელსაც აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთიანი ორგანო და ადმინისტრაციული ცენტრი. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თემი შეიძლება აერთიანებდეს როგორც რამდენიმე დასახლებას, ისე რამდენიმე თემს. ასეთ შემთხვევაში, თემში იქმნება ადგილობრივი მმართველობის ორგანო საქართველოს კანონის შესაბამისად (საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის №321 ბრძანებულება);
2. ისტ. ქვეყნის ნაწილი, მხარე, კუთხე, გაერთიანებული გეოგრაფიულ- ეთნიკური ნიშნის მიხედვით; ერთად მცხოვრები მოსახლეობა - სოფელი, საზოგადოება; დიდ თემად ცხოვრება;
3. ისტ. საქართველოს მთიანეთში - ერთი გვარის მოსახლეობა, რომელსაც ჰყავდა თავისი უფროსი, ჰქონდა თავისი წეს-ჩვეულებები. მაგ., ფშაველთა თ., თემის ყრილობა;
4. ძვ. იმერეთში - ერთად თავმოყრილი, ერთად შეყრილი ხალხი სალაპარაკოდ, სალაღობოდ;
5. წინარე ისტორიულ ხანაში - ძირითადი სოციალური ჯგუფი, რომელიც კოლექტიურად ფლობდა საწარმოო საშუალებებს.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9