E. theologyGk. Theos ღმერთი + logos მოძღვრება, სწავლება ღვთისმეტყველება - ღმერთის არსის შესახებ რელიგიური დოგმატების ერთობლიობა, აღმსარებლობის სისტემატიზებული გადმოცემა, რომლითაც საბუთდება რწმენის ჭეშმარიტება და ადამიანისათვის მისი აუცილებლობა; განისაზღვრება რელიგიური ზნეობა, მორწმუნეთა და სამღვდელოების ცხოვრების წესები. ქრისტიანული თეოლოგიის ძირითად დებულებათა სისტემატიზატორია ნეტარი ავგუსტინე (354-430 წწ.).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]