1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

უდ უვ უზ უთ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უქ უღ უც უძ უწ უხ
უქმ

უქმე დღეები

E. nonworking days
საქართველოში საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები არ მუშაობენ შემდეგ უქმე დღეებში: ა) 1 და 2 იანვარს - ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში; ბ) 7 იანვარს - უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღეს; გ) 19 იანვარს - ნათლისღებას - უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღეს; დ) 3 მარტს - დედის დღეს; ე) 8 მარტს - ქალთა საერთაშორისო დღეს; ვ) 9 აპრილს - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღეს, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეს; ზ) სააღდგომო დღეებში - დიდ პარასკევს, დიდ შაბათს, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს; მიცვალებულთა მოხსენიების დღეს - აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს (თარიღები გარდამავალია); თ) 9 მაისს - ფაშიზმზე გამარჯვების დღეს; ი) 12 მაისს - საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის - წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეს; კ) 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს; ლ) 28 აგვისტოს - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს (მარიამობას); მ) 14 ოქტომბერს - მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღეს; ნ) 23 ნოემბერს - გიორგობის დღეს. უქმე დღეებში დასაშვებია მხოლოდ ისეთი სამუშაოები, რომელთა შეჩერება შეუძლებელია საწარმოო - ტექნიკური პირობებით (უწყვეტად მოქმედი საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია), სამუშაოები, რომლებიც გამოწვეულია მოსახლეობის მომსახურების აუცილებლობით, აგრეთვე, გადაუდებელი საავარიო - სარემონტო და დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, 64-ე მუხლი).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9