1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ხა ხე ხო ხუ
ხელ

ხელისუფლების დანაწილება

E. separation of powers
პოლიტიკურ-სამართლებრივი დოქტრინა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური ხელისუფლება რამდენიმე სტრუქტურას შორის უნდა გადანაწილდეს ტირანიის თავიდან ასაცილებლად. ხელისუფლების დანაწილების იდეა ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ევროპაში წარმოიშვა სამეფო ძალაუფლების აბსოლუტიზმის თავიდან ასაცილებლად; დღეს დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების დანაწილება, როგორც წესი, ორი პრინციპით, ორი მიდგომით ხდება - ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად; პირველი გულისხმობს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების გამოყოფას, ხოლო მეორე ცენტრალურ, რეგიონულ, მუნიციპალურ და რაიონულ ხელისუფლებას (ცენტრალურ, ადგილობრივ მმართველობასა და თვითმმართველობას) შორის უფლებამოსილებათა გადანაწილებას.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9