1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ხა ხე ხო ხუ
ხელ

ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები

E. income received as wage
ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. სარგებლის ღირებულებად ითვლება თანხა, დაქირავებულის მიერ ამ ნაწილით განსაზღვრული ოდენობით მიღებული სარგებლისათვის, გადახდილი თანხის გამოკლებით:
ა) ნებისმიერი სახეობის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოსაყენებლად მიღებისას - საგადასახადო წლის დამდეგს ასეთი სახეობის ახალი ავტომობილის ღირებულების 0,05 პროცენტი დაქირავებულის მიერ ავტომობილის კერძო სარგებლობის მიზნით გამოყენების ყოველი დღისათვის;
ბ) საბაზრო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის მიღებისას - საბაზრო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა;
გ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიყიდვისას ან უსასყიდლოდ გადაცემისას - ასეთი საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საბაზრო ფასი;
დ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულის ან მის კმაყოფაზე მყოფთა განათლების მისაღებად დახმარების გაწევისას (დაქირავებულის ვალდებულებათა შესრულებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომზადების პროგრამის ჩაუთვლელად) - დამქირავებლის მიერ განათლების მისაღებად გაწეული დახმარების ღირებულება;
ე) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ხარჯების ანაზღაურებისას - ანაზღაურების თანხა;
ვ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ვალის ან ვალდებულების პატიებისას - ვალის ან ვალდებულების თანხა;
ზ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიის ან სხვა მსგავსი თანხის გადახდისას - დამქირავებლის მიერ გადახდილი პრემიის ან სხვა თანხის მოცულობა;
თ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის გადახდისას - დამქირავებლის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის მოცულობა. ამასთან, არასახელმწიფო საპენსიო და ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის შემთხვევაში დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის გადახდისას ერთობლივ შემოსავალში მიღებული სარგებლის სახით არ შეიტანება გადახდილი სადაზღვევო პრემია ან სხვა თანხა, რომლის ოდენობა არ აღემატება დაქირავებულის ხელფასის 30 პროცენტს, მაგრამ არა უმეტეს 1200 ლარს წელიწადში;
ი) სხვა შემთხვევაში - საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სარგებლის საბაზრო ფასი - სარგებლის ღირებულება და ფასი მოიცავს აქციზს, დამატებული ღირებულების გადასახადს და სხვა გადასახადს, რომლებიც ექვემდებარება გადახდას დაქირავებული პირის მიერ. ერთობლივ შემოსავალში არ შედის დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ან წარმომადგენლობითი ხარჯების ანაზღაურება იმ ოდენობით, რომლითაც დადგინდება, რომ ასეთი ხარჯები ზომიერი და აუცილებელი იყო დამქირავებლის საქმიანობისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმების ფარგლებში (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 38).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9