1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ხა ხე ხო ხუ
ხელ

ხელშეკრულება თავდებობის

E. contract of guarantee, agreement on secured debt
1. ხელშეკრულება, რომელიც როგორც წესი ფორმდება ბანკსა და თავდებს (იურიდიულ პირს) შორის, რის საფუძველზეც თავდები იღებს ვალდებულებას დაფაროს მსესხებლის დავალიანება კრედიტორისადმი დათქმულ ვადაში. შეიძლება მიეთითოს ის მაქსიმალური თანხა, რომელსაც თავდები დაფარავს. თავდებობა ჩვეულებრივ გამოიყენება მოსახლეობისთვის გრძელვადიანი სესხის გასაცემად. მსოფლიო პრაქტიკაში თავდები შეიძლება იყოს ფიზიკური პირიც, თუ მას აქვს სამუშაო, სტაბილური შემოსავალი ან გარკვეული ქონება (მიწის ნაკვეთი, აგარაკი, ავტომანქანა). თავდებობა უპირატესად ფორმდება სანოტარო წესით;
2. ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესაბამისად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 891).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9