1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ყა ყო ყუ
ყოვ ყოფ

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობას)

ერთი თორმეტთაგანი საუფლო დღესასწაული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ, მისი ანდერძისამებრ იერუსალიმში მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის სახლში ცხოვრობდა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს სამი დღით ადრე აუწყა გარდაცვალება (მიძინება). ღვთის ნებით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფი ყველა მოციქული (წმ. თომა მოციქულის გარდა) შეიკრიბა იმ ოთახში, სადაც ღვთისმშობელი ესვენა. ოთახი უჩვეულო ნათელმა გააბრწყინა და მისი სული თავად უფალმა მიიღო. 28 აგვისტო გამოცხადებულია უქმე დღედ (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, 64-ე მუხლი).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9