საბაჟო მოსაკრებლების გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოაქვთ ან ამ ტერიტორიიდან გააქვთ საქონელი, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების დროებით შემომყვანი პირები, რომლებიც რეგისტრაციაში გაატარებენ ამ საშუალებებს („საბაჟო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 3).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]