1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

საბაჟო მოსაკრებლის განაკვეთი

E. the rate of customs due
ა) საქონლის საბაჟო დათვალიერების ან/და გაფორმებისათვის (გარდა საქონლის დროებით შემოტანის ან/და გატანისათვის, ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით საქონლის შემოტანისათვის და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოყვანისათვის) - საბაჟო ღირებულების 0,2 პროცენტი;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გამავალი ტვირთების საბაჟო დათვალიერების ან/და გაფორმებისათვის:
ბ.ა) საავტომობილო ტრანსპორტით - ერთ დეკლარაციაზე 100 ლარი;
ბ.ბ) სარკინიგზო ტრანსპორტით - ერთ დეკლარაციაზე 200 ლარი;
ბ.გ) საზღვაო ტრანსპორტით - ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის დროებით შემოტანისათვის ან/და ამ ტერიტორიიდან მისი დროებით გატანისათვის:
გ.ა) 10000 კილოგრამზე ნაკლები წონის საქონლის ყოველ კილოგრამზე - 1 თეთრი;
გ.ბ) 10000 კილოგრამზე მეტი წონის საქონლის ყოველ კილოგრამზე - 100 ლარიდან დამატებით 0,3 თეთრი;
გ.გ) საგამოფენო დანიშნულების საქონლის ყოველ კილოგრამზე - 2,5 თეთრი;
დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 24 საათზე მეტი ვადით შემოსაყვანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დათვალიერების ან/და გაფორმებისათვის - ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე 10 ლარი („საბაჟო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 5).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9